საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. გიორგი ხოჯევანიშვილმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გავლილია და კომიტეტი დასკვნას გიორგი ხოჯევანიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბიურო საკითხს განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ხოჯევანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა
20/02/2023