საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს

31/07/2017

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს. საკითხი შეეხებოდა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის და არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ორივე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი შეისწავლა და დაადგინა შემდეგი – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გარკვეულ ხარვეზებს მოიცავს და ამ ეტაპზე მათი რეგისტრაციის საკითხი კომიტეტმა მიზანშეუწონლად ცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0