საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია

20/08/2018

კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და დაბეჭდილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, 24 აგვისტოს გაიმართება.

„სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0