საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10/09/2016

“ზუგდიდობის” ფარგლებში, დღის ბოლოს საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ – დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართა. სადაც მონაწილეობა დავით ევგენიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ანსამბლმა „ოდოიამ“ მიიღეს. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იყვნენ.
საპატიო ზუგდიდელებად ექიმი და აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია, ქალაქის მეეზოვე ზაირა-თამარ სალია, ცნობილი ქორეოგრაფი თამაზ მოსია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა დაასახელეს. საპატიო ზუგდიდელებს სიგელები და „ქალაქის გასაღები“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ გადასცეს.

„ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრში ჩვენი საქართველო, ჩვენი აფხაზეთია. აფხაზეთის გასღბი არის ზუგდიდში, ზუგდიდელებს აქვთ მისი გასაღები, ამ ქალაქს აკისრია ძალიან საპასუხიმგებლო მისია. ზუგდიდი განვითარდება, ზუგდიდი წავა წინ და ის გახდება საქართველოში ერთ-ერთი ულამზესი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ვადებში, ზუგდიდი გახსნის კარებს აფხაზებს და ქართველებს შორის და კვლავ აღდგება ის სიყვარული და დიდი გრძნობა რაც ჩვენ გვაკავშირებს. აუცილებლად მოვა ის დღე როცა ზუგდიდობის დღესასწაულზე აქ ჩვენ ერთად შევიკრიბებით აფხაზები, ქართველები, ოსები და სიყვარულის და მეგობრობის ხელს გავუწვდით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, სტუმრებს, რომლებიც დღეს მობრძანდნენ. მადლობა ყველას“ განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე ლევან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ლევან შონიამ სიტყვით გამოსვლის დროს ზუგდიდელებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქს საკუთრებაში გადაეცა, ბაღის რეაბილიტაციისთვის კი თანხა გაიზარდა და ის 12 მილიონ ლარამდე შეადგენს. გუბერნატორი ადგილობრივებს კიდევ ერთ სიურპრიზზე ესაუბრა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ლანშაფტური ძეგლების ასოციაციას შორის (ეს ორგანიზაცია არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ბაღ-პარკების ასოციაციას პარტნიორი) გაფორმდა მემორანდუმი და დაისახა გეგმა რათა ზუგდიდი დადიანების ბოტანიკური ბაღი წარდგენილ იქნას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ბაღ-პარკების სიაში. გუბერნატორის განმარტებით, დადიანების ბაღი იქნება საქართველოდან პირველი ბაღი, რომელიც ამ პრესტიჟულ სიაში მოხვდება.

„CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში ზუგდიდს ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“ მიიღებენ.
ზუგდიდობის ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0