საპარტნიორო ფონდში რომანოვების სასახლის რესტავრაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24/07/2016

საპარტნიორო ფონდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, არქიტექტორებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონცეფციას განიხილავს. რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პროექტირების პროცესის მორიგი სამუშაო შეხვედრა საპარტნიორო ფონდში შედგა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, მუზეუმებისა და მუზუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ეკა კაჭარავა და არქიტექტორები გაგა კიკნაძე და ალა პროზოროვი ესწრებოდნენ. თავის მხრივ, სპარტნირო ფონდიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. ასევე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტისა და ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო კომლექსის „რიქსოს ბორჯომის“ წარმომადგენლები.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის კონცეფციის სამუშაო პროექტი გააცნეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მაღალი კვალიფიკაციის მქონე, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა.
შეხვედრაზე მხარეებმა რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების გეგმაზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი. შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. შევედრაზე მხარეებმა მიმდებარე ტერიტორიიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს.
„პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და ფართო საზოგადოების ინტერესი. დარწმუნებული ვარ, მალე რომანოვების სასახლე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ცენტრი საქართველოში. სასახლის რესტავრაცია-რეაპილიტაციის შემდეგ მისი პირველყოფილი სურათის აღდგება. განვითარედება ტურისტუი ინფრასტრუქტურა. ბორჯომ-ლიკანის ტერიტირიაზე მდებარე რომანოვების სასახლე და ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია მულტიფუნქციურ სახეს შეიძენს, რაც რეგიონში ტურისტების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა გახდება“. -აცხადებს საპარტნირო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
რომანოვების სასახლის პროექტირების პროცესი ერთ თვეში უნდა დასრულდეს, საიმპერატორო სასახლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საბოლოო კონცეფციას საპარტნიორო ფონდი მთავრობას სექტემბის თვეში წარუდგენს.
ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25 წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0