საპარტნიორო ფონდს შვედური კომპანიის INFRAGULF AB მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იოჰან ზოდერსტრომი ეწვია

27/01/2016

შვედური კომპანიის ხელმძღვანელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შვედური მხარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჰიდროეენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის საკითხი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. დაინტერესება გამოითქვა ინფრასტრუქტურულ სექტორში კაპიტალდაბანდების თაობაზეც. შვედურ კომპანიასთან ერთად საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესს შვეიცარიული კომპანია SWINET GROUP SA გამოთქვამს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0