საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

20/06/2016

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი საფინანსო კომპანიების: BCMEl IMPORT & EXPORT; UOB INVESTMENT (CHINA) LIMITED; ZHONGTAI FULL STOCK INVESTMENT LTD; CHINA SCHOTARS GROUP ; TIAN YUAN LAW FIRM-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჩინეთის მსხვილი საფინანსო კერძო ინსტიტუტები საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტირებას გეგმავენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, ფუნქცია და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, ფონდის მენეჯმენტს ჩინეთის კერძო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საინვესტიციო წინადადებები წარუდგინეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ბიზნეს გარემოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0