„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კორეის უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ის აღმასრულებელ დირექტორს ჰაკსუ ლის შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილეს. მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” აწარმოებს, რომელიც K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. „K-Water“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის მშნებელობის პროცესი საერთაშორისო კონვენციების პირობების დაცვით მიმდინარეობს.
„საპარტნიორო ფონდთან“ K-water-ის პრეზიდენტმა ნენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა
30/01/2019