საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

04/12/2016

საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მონაწილეობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი და ის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატები იყო, რომლითაც მთავრობა გამოვიდა. განხილვის საგანი იყო ლარის გაცვლითი კურსი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0