საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

29/07/2022

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით რიგით მე-2 შეხვედრა გამართა.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია. ახლა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ნომერ პირველი ამოცანაა პრეზიდენტის მიერ პასუხისმგებლობის სრულფასოვნად შესრულება. ის ცვლილებები, რაც სჭირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ოპოზიციას სექტემბრისთვის მზად გვექნება იმისათვის, რომ საზოგადოების სამსჯავროზე და საერთაშორისო საზოგადოების თვალწინაც პირნათელი წარვდგეთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0