სანიორე-ჯუღაანის და ლალისყურის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

22/02/2019

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით, სანიორეში, ჯუღაანსა და ლალისყურში დასახლებების საერთო კრებები ჩატარდა. შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი – სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ირაკლი შიოშვილი დაესწრნენ. სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითად მიზანს მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და საზოგადოების ჩართულობის ზრდა წარმოადგენს. ირაკლი შიოშვილმა კი მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი თუშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და განსახილველად წარმოდგენილი წინადადებები გააცნო, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები:

სოფელ სანიორეში – სოფლის სასაფლაოს შემოღობვა-დასუფთავება, სასაფლაოზე სველი წერტილის მოწყობა და სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელ ჯუღაანში – სოფლის სასაფლაოს შემოღობვა-დასუფთავება და სველი წერტილის მოწყობა;
სოფელ ლალისყურში – სოფლის სასაფლაოს შემოღობვა-დასუფთავება, სასაფლაოზე სველი წერტილის მოწყობა და კარის მონტაჟი. ასევე, სოფლის სარწყავი არხის გაწმენდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული თანხის რაციონალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის მხრიდან სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიღების სურვილი გამოითქვა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დანახარჯებს და სოფელს მეტი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მისცემს.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0