სანამ ესეთი მოღალატეები არ მოცილდებიან ხელისუფლებას მანამ არაფერი გვეშველება

09/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ერთი სული მაქვს როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს (საქაჯეთი საქართელოა) შვილებს და ამერიკაში გავგზავნი”–თ.ხიდაშელი.

“ჩვენ შვილებს არ ვეუბნებით, რომ დაიბადე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო”-დ.უსუფაშვილი.

“აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ”-თ.ხიდაშელი. – ამ საშინელი აზრების ავტორები არც რუსი ოკუპანტები არიან, არც თურქ-სელჩუკები, არც თემურ ლენგი, არც შაჰ-აბასი, არც მე-11 არმიის წითელი გენერლები და არც სხვა დამპყრობლები. ჩვენდა სავალალოდ ამ აზრებს დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აფრქვევენ. ჩვენ კი იმ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები გახლავართ, რომლებსაც ეს არსაიდან მოსული ხალხი (მიუხედავად იმისა რომ ხმას არ ვაძლევთ) თავზე დაგვაჯდა და მათ ბატონობას ვითმენთ. საბჭოთა კგბ-ს და უშიშროების გენერალ ინაურის კაბინეტში გამოჩეკილი “ინაურის ბიჭებად” ცნობილი დამბეზღებლები მთელს ერს შეურაცხყოფას აყენებენ, საქართველოს გადაკეთებას და ქართველობის წაშლას ცდილობენ. ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა რომელიც ჩემს სამშობლოს საქაჯეთს უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარემ მინდა იცოდეს, რომ საქაჯეთიდან უცხოეთში შვილების გაშვებაზე არ ვოცნებობ, არც შვილებს ვზრდი იმ იდეოლოგიით რომ სამშობლოს არ შეეწირონ, პირიქით უცხოეთში სწავლაზე დიდი პატივი ის იქნება, რომ ჩემმა შვილმა ქართულ ჯარში იმსახუროს, სისხლხორცეულად გაითავისოს, რომ სამშობლოსათვის თავის შეწირვა ყველაზე დიდი ღირებულებაა და ღმერთმა ნუ ქნას და მტერი შემოგვესია ჩემს შვილთან ერთად წავალ იქ სადაც წინა ხაზია, ხოლო თუ შევეწირებით ამ საქმეს ამითი ვიამაყებ და ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისეული მისია შევასრულე, არც აფხაზეთს დავავიწყებ შვილებს და ყოველდღე შევახსენებ, რომ სანამ აფხაზეთი საქართველოში არ დაბრუნდება, მანამ საქართველო სრულყოფილი საქართველო არ იქნება, ხოლო ხიდაშელის მსგავსად თუ ვინმე მანქურთი შეეცდება აფხაზეთი დაგვავიწყოს ჩვენს შვილებს ანდერძად დავუტოვებ, რომ საკადრისი პასუხი გასცენ, სამშობლოს სიყვარულით დაუმტკიცონ, რომ საქართველოს მტრების მიერ მოფიქრებულ და მოღალატეების გახმოვანებულ აზრს პერსპექტივა არ აქვს. ხშირად მესმის კითხვა – გვეშველება რამე??? ჩემო ძმებო და დებო, როგორ გვეშველება??როგორ შეიძლება გვეშველოს, როდესაც თავდაცვის მინისტრი აფხაზეთს სხვას ჩუქნის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შვილებს უნერგავს რომ საქართველო არ უყვარდეს. პირდაპირ ვთქვათ, რომ სანამ ესეთი მოღალატეები არ მოცილდებიან ხელისუფლებას მანამ არაფერი გვეშველება!!!!!
P.S. კვლავ ვითხოვ მიიღოთ ლუსტრაციის კანონი, გახსნათ საბჭოთა უშიშროების აგენტების არქივი, გამოაქვეყნოთ ვინ ჩაუსვეს ე.წ. ნასედკებად თვითმფრინავის ბიჭებს, ვის ამუშავებდნენ დისიდენტების საფარქვეშ ჭეშმარიტი დისიდენტების წინააღმდეგ. მე ამ დოკუმენტების ნაწილი ჩემი პარლამენტარობისას ნანახი მაქვს და ეს მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს!!!!!!!- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0