გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – მარტყოფში, ახალსოფელსა და საცხენისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 627 997 ათასი ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ქვენიფნელი“ ასრულებს.
სოფელ მარტყოფში ასფალტის საფარი ე.წ. კანდელაკების, შოშიაშვილებისა და ძამაშვილების უბნის სამკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო.
რას შეეხება ახალსოფლის ტერიტორიულ ერთეულს – საცხენისს, უკვე დასრულდა 520 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება (ტორაძეების უბანი). ამჟამად ასფალტის საფარის დაგება ახალსოფელში მიმდინარეობს, სადაც სკოლამდე მისასვლელი 1.218 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სამ სოფელში ასფალტის საფარის დაგება დასასრულს უახლოვდება
02/06/2016