”სამხრეთ ოსეთის” რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება

14/04/2016

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს განაცხადა.

„ჩვენ “სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობას მსგავს კონტექსტში არ განვიხილავთ“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა. მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთში” განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის ბრალი იყო.

„ჩემი მოსაზრებით, ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარდინალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც სრულიად უსაფუძვლო შეიარაღებულ აქციაზე წამოვიდა და შედეგად ეს ტერიტორია დაკარგა. ეს მისი ბრალია“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე ”სამხრეთ ოსეთის” რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დეტალურად არ განხილულა.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”სამხრეთ ოსეთის” ხალხს ამ რეფერენდუმის ჩატარება სურს. ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით. ჩვენ არაფერი გვაკავებს გარდა ოსი ხალხის ინტერესებისა“, – განაცხადა პუტინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0