სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

25/12/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროექტების ფონდიდან რეგიონში განხორციელებული პროექტები და 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილეები -კობა ქანთარია და ნინო ვიბლიანი, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. მხარეები, რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფისა და დარგობრივი ქვეჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ.
საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედო გეგმა, შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0