სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

20/02/2017

დღეს გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2015-17 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა განიხილეს და მოიწონეს. ასევე იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერი/გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0