ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღების დღე გამართა. მოსახლეობამ რწმუნებულთან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვა. საუბარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ასევე, სოციალურ საკითხებს ეხებოდა. გიორგი დოხტურიშვილმა მოადგილეებთან, ილია ჯალაღანიასთან და ნიკა კობახიძესთან ერთად, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღება აქტიურად გრძელდება

25/01/2024