სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალური დისტანცია და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს:
“მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდე ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანციას. დღეს ის რაც დღეს ბაზრებში ხდება არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.