სამცხე-ჯავახეთში ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა

20/06/2016

პირველად, სამცხე-ჯავახეთში ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა ათმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა მიიღო. ფესტივალი ქალაქ ვალის კულტურის სახლში, ასოციაცია საქართველოს კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მონაწილეებმა, მაყურებელს ქართული ტრადიციული ცეკვები შეუსრულეს. მასპინძლებმა კი დამსწრე საზოგადოებას ხალხური დღესასწაულის, ბერიკაობის ეპიზოდები წარმოუდგინეს.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, მონაწილეები და ქორეოგრაფები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0