ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგი პროექტები შეირჩა:
დაბა წაღვერი – სკოლის ეზოში სპორტული მოედნის მოწყობა;
სოფელი დაბა – სკვერის მოწყობა;
სოფელი ტიმოთესუბანი -სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა;
სოფელი მზეთამზე -სკვერის მოწყობა;
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარა, უნწასა და შოლავერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდა. მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, შერჩეულია:
სოფელ ბენარაში სასმელი წყლის მიმღები სათავის მოწყობა;
სოფელ უნწას შიდა გზების რეაბილიტაციას, მოხრეშვა;
სოფელ შოლავერის სასმელი წყლის რეაბილიტაცია (შოყის ხაზი).
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.