სამცხე-ჯავახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, დღის განმავლობაში ჩატარდა შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მოეწყო გამოფენები; დაჯილდოვდნენ დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები;
მოეწყო საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები.
გაიმართა ქართული ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ჩატარდა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ შემეცნებითი ლექცია-სემინარები;
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავისუფალი თემით „საქართველოს დაცული ტერიტორიები“;
დღის განმავლობაში იმართებოდა ქართული ფილმის შედევრების კინო ჩვენება და გაცოცხლებული ნახატების პერფომანსი;
მაყურებელს წარუდგინეს თანამედროვე კლასიკური ბალეტის ეწიუდები და არიები ქართული ოპერიდან;
მოისმინეს ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები, ელექტრონული მუსიკა, კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით და ჯაზბენდის ცოცხალი შესრულება;
დაიდგა ნოველები ქართული სპექტაკლებიდან და თოჯინების თეატრმა გამართა წარმოდგენა პატარა მაყურებლისთვის; ასევე მოეწყო საბავშვო სივრცეები;
გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ნარდში ჭადრაკში და მკლავჭიდში. მოეწყო ველორბოლა შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე. დაჯილდოვდნენ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები
დღესვე სიგელები გადაეცათ მერიის სტიპენდიანტების;
17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი ზუსტად, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა;
საღამო ანსამბლი „ალილოს“ კონცერტით და სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიებებსმხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილთან, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
სამცხე-ჯავახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

27/05/2019