სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს და დასრულდა 17 სკოლის მშენებლობა – რეაბილიტაცია

03/02/2021

სამცხე-ჯავახეთში დასრულდა სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მშენებლობა და სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების რეაბილიტაცია, მიმდინარეობს კიდევ 6 სკოლის მშენებლობა და 8 სკოლის რეაბილიტაცია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციის სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს. 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის. ასევე, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0