სამცხე-ჯავახეთს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესტუმრა

23/02/2019

სამცხე-ჯავახეთს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესტუმრა.
მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა დაბა ბაკურიანში მუსიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაციის პროექტი.
კენჭისყრის შემდეგ, ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობისგან მიიღეს სრული ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. აღინიშნა, ის პროექტებიც, რომლებიც წელს დაბა ბაკურიანში განხორციელდება, კერძოდ, აშენდება ახალი საბავშვო ბაღის შენობა, დასრულება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე აქტიურად გაგრძელდება საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს გააცნო სამთავრობო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და არსებული შესაძლებლობები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0