სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმი​ნის​ტრაციაშ​ი ​​საკონს​ულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

07/11/2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმი​ნის​ტრაციაშ​ი ​​საკონს​ულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშ​ვილი ​ხელმძღვანელობდა. საბჭოზე ​განიხილეს​ სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების​ მოთხოვნის ​საკითხი და პროცედურა. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დეტალურად იმსჯელა იმ საპროექტო წინადადებებზე, რომლებს​აც ისინი სამთავრობო კომისიას წარუდგენენ. პროექტებში გათვალისწინებულია მოსახლეობასთან შეხვედრებისას წამოჭრილი საჭიროებები. ს​ხდომას ​სამცხე-ჯავახეთის​ ს​ახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშ​ვილი, რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როს​ტიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე​, ექვს​ივე მუნიციპალიტეტის მერები,საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0