სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და გეგმის კორექტირებული ვარიანტი განიხილეს. იმსჯელეს ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
ცვლილებები შეეხო მხარის ყველა მუნიციპალიტეტს, ძირითად პრიორიტეტებად კვლავ გამოიკვეთა – საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალსადენი სისტემების, საბავშვო ბაღების, კულტურის სახლების, ახალგაზრდული ცენტრების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს მხარის გუბერნატორმა გააცნო, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები, ქალაქ ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
10/08/2017