ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები და პროექტის კოორდინატორი ზვიად არჩუაძე ესწრებოდნენ. ევროკავშირის პროექტი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკის მიერ შეფასება-დაფინანსებისთვის წარსადგენი წინადადებების მომზადება უკვე დაწყებულია.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ევროკავშირის პროექტში ერთვებიან
22/03/2019