სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა

27/03/2017

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა. თემები: ✔ დისკრიმინაციის აკრძალვა, მისი არსი და საფუძვლები, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები და მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა. ✔ რელიგიის თავისუფლება და ეთნიკური უმცირესობები ✔ გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების პატივისცემის კონცეფცია და მისი დაცვის სფერო ტრენინგის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგს საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და იურიდიული კომისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0