საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა(WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორის გაფორმდა.
ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას. მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პროცესების მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს მათი არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას.
პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ შეთანხმებების გაფორმების ცერემონიას დაესწრო
15/12/2018