სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

19/03/2018

სამცხე-ჯავახეთს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი ეწვია. სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის გუბერნატორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმარი აქ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და რეგიონის პოტენციალით დაინტერესდა, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სომხეთის ახლადდანიშნულ ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეები სამომავლოდ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ელჩი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსაც ეწვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0