“შეხვდი ევროკომისიას” ამ სახელწოდების სამუშაო სადილი გაიმართა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.
სადილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო სადილი „შეხვდი ევროკომისიას“
21/01/2016