სამტრედიაში 23 ივლისიდან გარევაჭრობა იკრძალება

19/07/2018

სამტრედიაში 23 ივლისიდან გარევაჭრობა იკრძალება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, გარემოვაჭრეებთან, შესაბამისი უწყებების და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, უშუალოდ თითოეული მოვაჭრესთან გამართა საინფორმაციო შეხვედრები და წარდგენილი პირობები გააცნო. გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული სავაჭრო ცენტრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, კიდევ ერთხელ სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციის პირობები მოისმინა და შესაბამის უწყებებთან კონკრეტული დეტალები გაიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0