სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა

04/09/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0