სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროების მიმართულებით

21/07/2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის მერს -კაპიტონ ჟორჟოლიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს- მაიზერ ჯაფარიძეს შეხვდნენ. გაიმართა ერთობლივი შეხვედრა პროექტ “გრეტას” წარმომადგენლებთან, იმსჯელეს პროექტ DMO-ს(ტურისტული დანიშნულების ადგილობრივი მართვის ორგანიზაცია) განვითარებაზე. რომელიც მიზნად ისახავს ზემო და ქვემო სვანეთში ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელებას. სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0