რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები.
2015 წლის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად სამინისტროდან ყოველთვიურად 8505 ლარი ირიცხება და აქციაში სამინისტროს 2172 თანამშრომელია ჩართული.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისათვის და დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება ავადმყოფობის დაძლევაში. ამ ეტაპზე ფონდმა 215 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 7.9 მილიონი ლარით დააფინანსა.
სამინისტრო სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობას განაგრძობს
07/03/2016