სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, მინისტრ კახა კახიშვილის ინიციატივით, ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარი მოეწყობა. ეს კარგი საქმე „ფეისბუქით“ დაიგეგმა – ფეხით მოსიარულეებმა სამინისტროს წინ სპეციალური საფეხმავლო ბილიკის გაკეთება მინისტრ კახა კახიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით სთხოვეს. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. 50 მ სიგრძის ტროტუარი, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური პანდუსების მოწყობაცაა გათავლისწინებული, ფეხით მოსიარულეებისა და სამინისტროს ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
სამინისტროს წინ ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარი მოეწყობა
31/03/2017