სამინისტრომ ციტრუსის სეზონისათვის მზადება დაიწყო

10/08/2016

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ციტრუსის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდა და პრეზენტაცია წარუდგინა.

“ჩვენ ციტრუსის სეზონისთვის მზადება დავიწყეთ 20 დღის უკან, მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 50-60 ათას ტონას. არასტანდარტული მანდარინის პრობლემა მოხსნილია, იმდენად რამდენადაც არსებული საწარმოების სიმძლავრე შეუფერხებლად მიიღებს და გადამუშავებს 15000 ტონაზე მეტ არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 40–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30000 ტონას. ასევე მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება.რაც შეეხება საექსპორტოდ განკუთვნილ ტარა მასალას ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 45000 ტონის გადატვირთვის უზრუნველყოფა. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 7000 ტონა ციტრუსის შენახვა. სამინისტროს სანერგე მეურნეობაში ციტრუსების ნაყოფის ხარისხის ამაღლების მიზნით პერიოდულად მიმდინარეობს შესწავლა 65-ზე მეტ ციტრუსოვანთა პერსპექტიულ ჯიშების, რომელიც განლაგრბულია 22 ჰა-ზე. სამინისტრო იმ მიმართულებით მუშაობს რომ ტრადიციულ შარშანდელ ბაზრებს დაემატოს ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ქვეყნები. ჩვენ ვფიქრობთ რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული იქნება’’ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0