საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლის შეღავათიანი საფასურით ისარგებლონ.
ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.
სამინისტრომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
04/01/2018