სამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა

20/01/2016

სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის წახალისებასა და აღნიშნული კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები რომლის მიხედვითაც სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის გარეშე გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შესული აღნიშნული ცვლილება, ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0