სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

12/12/2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0