სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის რეგიონში 38 საბავშვო ბაღი შენდება. ასევე დაიწყება 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის მიხედვით, რომელიც საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 214 ბაღის ინფრასტრუქტურული პროგრამა მოგვარდება, რითაც არსებული საჭიროება სრულად აღმოიფხვრება.
საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად სოფელ დარჩელში გაეცნო, სადაც 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. დარჩელთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ საბავშვო ბაღებს ზუგდიდის სოფლებში ჭითაწყარში, რუხსა და შამგონაში აშენებს. ახალი საბავშვო ბაღებები სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
03/06/2023