სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა

12/09/2020

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას რეგიონის მერები, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და რეგულაციების გამკაცრების საკითხი. მუნიციპალიტეტის მერებმა წარმოადგინეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლება შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0