სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა. სხდომაზე, ასევე განიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროექტები, ასევე მათი მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
27/12/2019