სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ შეხვდა, სადაც პროექტის „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ანაკლია-ყულევის მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღნიშნული მცენარეების დარგვისა და მათი გამოყვანის პროცესებზე ისაუბრეს. პროექტის მიზანია მცენარეების გენოფონდის გადარჩენა და ადგილობრივი მოსახლეობის პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელშეწყობა და ის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ ფინანსდება.
პრეზენტაციას როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ თემაზე „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამხარეო ადმინისტრაციაში ზღვის მცენარეების გადარჩენისათვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა
07/12/2018