დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კალსის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარსშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდება.
რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი ჩაერთვება. დასუფთავების მასშტაბური აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 22 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასუფთავების აქციაში 6 ათასამდე მოქალაქე ჩაერთვება
21/04/2017