სამეგრელოში ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

03/09/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სამედიცინო ცენტრ მზერას ექიმმები უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს უტარებენ. გამოკვლევები უკვე გაიარა 100-მდე ვეტერანმა, საჭიროების შემთხვევაში მათ ქირურგიულ ოპერაციებს თბილისში ჩაუტარებენ. სამედიცინო აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. სამეგრელოში ვეტერანებისთვის უკვე ჩატარდა, უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0