სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს

13/01/2023

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია: დაზიანდა 1093 კერძო საცხოვრებელი სახლი და 38 საცხოვრებელი კორპუსი. სახურავი დაუზიანდა 6 საბავშვო ბაღს და 37 საჯარო სკოლას მიადგა სხვადასხვა სახის ზიანი. უამინდობის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, ენერგო პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0