სამების საკათედრო ტაძარში უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით შესრულებული ლოცვები განთავსდა

16/03/2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამების საკათედრო ტაძარში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვების განთავსების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი და თანამშრომლები, უსინათლოთა კავშირის და თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0