სამგორის და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

07/05/2016

სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
დავით ნარმანიას განცხადებით, რაიონის გამგებლების მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტი შიდა გადაადგილებას უკავშირდება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ცვლილება დაკავშირებულია შიდა გადაადგილებასთან და აქედან გამომდინარე, ორივე გამგებლის შემთხვევაში შიდა გადაადგილება იქნება. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0