შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2016 წლის 12 ივნისს, ბათუმის პორტში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რაც, წინასწარი მონაცემებით, ჰეროინს შეიცავს. დადგინდა, რომ თითოეული შეკვრის წონა, დაახლოებით, 600 გრამს შეადგენს. სულ ამოღებულია, დაახლოებით, 178 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
13/06/2016