სამართალდამცავი ორგანოების დასკვნებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს

27/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცადებით, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ დასკვნებს წარმოადგენენ, რომელსაც შემდგომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

“მთავარი არის, რომ ყველა საკითხი, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, იყოს სათანადოდ გამოძიებული. სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა და ისინი მოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ისინი წარმოადგენენ საკუთარ დასკვნებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც, ბუნებრივია, შემდგომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0